„დაწერე „დიახ“ და დატოვე, რომ აივსო სამყაროს ენერგიით“ - როგორია 20 ივლისის ენერგია

ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დღევანდელი დღის ენერგიაზე წერს:

„კვირა, 20 ივლისი

მთვარე ხარისა და ტყუპის ნიშანში, კლების ფაზაში

რჩევა სამყაროსგან დღევანდელი დღისათვის:

ხშირად საუკეთესო პასუხი ისაა, რასაც ისმენ, როცა ხმამაღლა საუბრობ. გაუზიარე შენი ფიქრები ახლობელ ადამიანს - ეს გაგათავისუფლებს და დაგეხმარება, რომ უკეთ დაინახო მთავარი.

დღის ენერგია:

დღეს დღე სიხალისისა და კომუნიკაციისთვისაა. თუ ფიქრები არ გაწვება - ჩაწერე ან მიაბარე ისინი საუბარს. ეს მოგიტანს სიწმინდეს და სიმშვიდეს.

დაწერე „დიახ“ და დატოვე , რომ აივსო სამყაროს ენერგიით“- წერს თაკო მელიქიშვილი.