ანგელოზის თარიღი“ - როგორ ჩავიფიქროთ სურვილები 11 ნოემბერს

ასტროლოგიური პროგნოზი

ამ კვირის კალენდარში გამოჩნდა მშვენიერი თარიღი 11:11, რომელიც, არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ განსაკუთრებული ენერგიითაც არის დაჯილდოებული. თუ ნუმეროლოგებს დაუჯერებთ, შესანიშნავი დღეა თქვენი ოცნებების ასასრულებლად. ეზოტერიკულ საზოგადოებაში 11 ნოემბერს "ანგელოზის თარიღს" უწოდებენ. ეს აღნიშვნა ზოგადად ვრცელდება ყველა განმეორებით რიცხვზე. შეგვიძლია დავდოთ ფსონი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სპონტანურად გაგჩენიათ სურვილები, როცა შემთხვევით გინახავთ 14:14 ან 12:12 საათი.

სინამდვილეში, ეს არის პატარა გზავნილი სამყაროდან, რომელიც წარმატებას ნიშნავს, ერთგვარი თვალის ჩაკვრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

11.11-ის მნიშვნელობა 

რიცხვს "ერთი" ნუმეროლოგიაში დიდი ძალა აქვს. ეს ყველაფრის შექმნისა და დაბადების სიმბოლოა, რომელიც სამყაროს საწყისია. პირველი ციფრი ასევე მიუთითებს მუდმივ მოქმედებასა და ძალაზე. ზოგი 1-საც კი მიიჩნევს ყველა სხვა რიცხვის დედად. სწორედ ამიტომ, ეს განსაკუთრებული დღე ხსნის „ენერგეტიკულ პორტალს“, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ სამყაროს დადებითი ძალა.

რა უნდა გავაკეთო 11 ნოემბერს?

ვინაიდან 11 ნოემბერი ტექნიკურად ერთდღიანი "ანგელოზის თარიღია", თქვენი აზრები მთელი ამ ხნის განმავლობაში "წაიკითხება" როგორც მინი სურვილები და სულის გამოვლინებები. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს, რომ ფრთხილად იყოთ ფიქრებთან, ქმედებებთან და სიტყვებთან. ამ დღეს „აზრები მატერიალიზდება“! გაღვიძების მომენტიდანვე ჩაერთეთ პოზიტიურ ტალღაზე და წინასწარ იფიქრეთ, როგორ დაიწყოთ ეს დღე რაც შეიძლება ბედნიერად! ამ დღეს თქვენს თავში ნებისმიერ ფიქრს ზედმეტი წონა ექნება – ასე რომ, იფიქრეთ სილამაზეზე!... ვრცლად