1740687768
2025 წლის 28 თებერვალს პლანეტების დიდი აღლუმია - რა ცვლილებებს მოუტანს თითოეულ ადამიანს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა

2025 წლის 28 თებერვალს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - პლანეტების აღლუმია. შვიდი პლანეტა: სატურნი, მერკური, ნეპტუნი, ვენერა, ურანი, იუპიტერი და მარსი ცის ერთ სექტორში განლაგდებიან. ასტროლოგიაში პლანეტების აღლუმი ენერგიების ძლიერი გაერთიანების სიმბოლოა, შესაბამისად 28 თებერვალი განსაკუთრებით საყურადღებო თარიღია.
ეს იდეალური დროა, რომ თქვენი მიზნებისა და სურვილების შესახებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ, ძველი შეზღუდვებისგან, ურთიერთობებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინოთ.
აღსანიშნავია, რომ ასტროლოგიაში თითოეულ პლანეტას საკუთარი უნიკალური ენერგია აქვს. ამ დღეს კი ისინი ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენენ სწორედ იმ სფეროების მიხედვით, რასაც განაგებენ.
სატურნი: დისციპლინისა და პასუხისმგებლობების სიმბოლოა. ამ პერიოდში მისი ენერგია გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირებასა და შინაგანი ძალების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.
მერკური: პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, აზროვნებასა და სწავლაზე. მისი გავლენა სიცხადესა და ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას ხელს შეუწყობს.
ნეპტუნი: ასოცირდება ინტუიციასთან, ოცნებებთან და სულიერებასთან. მის ენერგიას შეუძლია, ჩვენი ემოციურობა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარი გააძლიეროს.
ვენერა: მართავს სიყვარულს, სილამაზესა და ჰარმონიას. ვენერას გავლენა ამ დღეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების განმტკიცებასა და სილამაზის ძიებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ურანი: ინოვაციების, თავისუფლებისა და ცვლილებების სიმბოლოა. მის ენერგიას შეუძლია, ძალიან დიდი შთაგონება მოგვცეს და სწორედ აღნიშნული ენერგიით დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებზეც სულ ვფიქრობდით, მაგრამ მოტივაცია არ გვყოფნიდა...ვრცლად