მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს საბოლოოდ დავემშვიდობოთ და სიახლეებისათვის მოვემზადოთ.
მზის დაბნელება წყლის ნიშანში, თევზებში ხდება. ზოდიაქოს 4 ნიშანს კი საბედისწერო შეხვედრებსა და მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს:
თევზები
თევზები ყველაზე ძლიერ გავლენას იგრძნობენ. მზის დაბნელება გამოავლენს ყველაფერს, რაც დაფარული იყო. შესაძლოა, საბოლოოდ მიხვდეთ, რომ წლების განმავლობაში, თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან მიმართებით ილუზიებში ცხოვრობდით და ისინი სულაც არ არიან თქვენი გულწრფელი მხარდამჭერები.
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სიცხადისა და გადაფასების ეტაპი იწყება და დიდი ალბათობით, საკუთარ თავთან საუბრის, მოვლენების გაანალიზების შემდეგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ტოქსიკური ურთიერთობები დაინგრევა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც განსაკუთრებულ ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება)
ქალწული
ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. თუ პარტნიორთან, მეგობრებთან ურთიერთობა უკვე დასრულდა, მაგრამ ეს კავშირი მხოლოდ ჩვევისა და ვალდებულებების გამო შეინარჩუნეთ, ახლა მოგიწევთ, ყველაფერი საბოლოოდ შეაფასოთ და წერტილის დასმაზე იფიქროთ.
ხოლო, თუ თქვენი ურთიერთობა ძლიერია, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სტატუსის შეცვლაზე იფიქროთ და ეს კავშირი ბევრად ჰარმონიული და საინტერესო გახადოთ.
მთავარია, კონტროლისაგან გათავისუფლდეთ და საკუთარ თავს თამამი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მისცეთ. განაგრძეთ კითხვა...