ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1711726453

გიორგი ვოლსკი: რა მონაცემებს უნდა ვეყრდნობოდეთ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას თუ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს?

 პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი,„დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, როდესაც საქართველოს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, უნდა დავეყრდნოთ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს და არა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას.“რა მონაცემებს უნდა ვეყრდნობოდეთ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას თუ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს? აი ერთ ერთი მათგანი: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის, „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) კვლევის მიხედვით: სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ევროკავშირის 21 სახელმწიფოს უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების მაჩვენებლის ინდექსი 2012 წელთან შედარებით 69 საფეხურით არის გაუმჯობესებული. კორუფციული გადაწყვეტილებებისაგან სასამართლოს თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების ოცეულში, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულშია. უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოდელური შეფასება ზედიზედ მე-11 წელიწადია დადებითი ქულით აღინიშნება.” - წერს გიორგი ვოლსკი.

მზიანი ამინდი

საზოგადოება 1711720680

ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ, უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

პოლიტიკა 1711719702

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა.ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის.საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ქორწილი საავადმყოფოში

მსოფლიო 1711719660

ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია, მომაკვდავი მამის თხოვნით, კლინიკის რეანიმაციაში გამართა

წყვილი, პატარძლის მომაკვდავი მამის თხოვნით, საავადმყოფოში დაქორწინდა. მიშელ ავილამ და ანტონიო მორენომ დაქორწინება დააჩქარეს, რადგან პატარძლის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილის გათხოვება მისი უკანასკნელი ოცნება იყო. ის თებერვლიდან კლინიკაში იწვა საშიში გართულებებით და მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდებოდა.საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, წყვილმა ლამაზად გააფორმა ოთახი, სადაც მამა იწვა და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გამართა. "ის ბედნიერი იყო, ამას მისი თვალები ამბობდნენ. ყველას მადლობა გადაუხადა იმ ლამაწი წუთების ჩუქებისთვის. მეორე დილითაც კი ექიმებს და ექთნებს ისევ მადლობას უხდიდა და იმეორებდა, როგორი მადლიერი იყო, რომ ის მომენტი ოჯახთან ერთად გაატარა" - ამბობს პატარძალი.ამ ლამაზი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ 65 წლის ხოსე ანტონიო ავილა გარდაიცვალა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს

საზოგადოება 1711719560

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, განვლილი  წლის განმავლობაში უწყების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, „საგამოძიებო სამსახურის ძალისხმევის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების ოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში სტაბილურად აღემატება 100 მლნ ლარს.  ამავე პერიოდში, მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია სახეზეა, როგორც გადასახადისათვის თავის არიდების, ასევე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვის კუთხით გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებთან მიმართებით. ვიმედოვნებ, რომ საგამოძიებო სამსახური კვლავაც წარმატებით გაუმკლავდება საკუთარი მანდატის ფარგლებში სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის ინტენსიური განვითარების მზარდი პერსპექტივის გათვალისწინებით, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კომპლექსური დანაშაულებისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას“ - აღნიშნა მინისტრმა და უწყების თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.საგამოძიებო სამსახურის პროფესიულ დღეზე სიტყვით გამოსვლისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურმა განვითარების რთული და იმავდროულად მნიშვნელოვანი გზა განვლო და დღეს მაღალი სტანდარტის მქონე უწყებად წარმოჩინდება. სამსახური ყოველწლიურად აფართოებს და უფრო ეფექტიანს ხდის საკუთარ საქმიანობას, რაც თავისთავად ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კონკურენტული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას  საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში მოქმედ კოლეგა უწყებებთან ერთად, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სამსახურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე აღინიშნა, რომ სამსახურმა 2023 წელს სამართალდარღვევის 2502 ფაქტი გამოავლინა, ზემოაღნიშნული სისხლისსამართლის საქმეების ფარგლებში პასუხისგებაში მიეცა 1603 პირი, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო მობილიზებულმა თანხამ 130 მლნ ლარს გადააჭარბა.  „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვეული უწყებების, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემის, ასევე აქ მყოფი კოლეგა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩვენი სამსახურების მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციისათვის, რომლის შედეგად მრავალი დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია შევძელით ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში“ -განაცხადა სოსო რამიშვილმა.ღონისძიების დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა  და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, სამსახურის წარმატებული თანამშრომლები  სამკერდე ნიშნებით  დააჯილდოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.