ვიდეოები

1710843355

VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას

UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება".  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".

ილია თოფურია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

პოლიტიკა 1710849050

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, გაწეულ დახმარებას პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს - დიმიტრი ხუნდაძე

მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გაწეულ დახმარებას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება.„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს. თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება. ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სიზმარი

ჰოროსკოპი 1710848494

„მზად იყავით უცნაური, წინასწარმეტყველური სიზმრებისთვის“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 23 მარტიდან, აპრილის ბოლომდე უცნაურ და წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვიხილავთ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.„სიზმრების დროა. საოცარი სიზმრები მოდის და 23 მარტიდან ამ სიზმრების რაოდენობა გაორმაგდება. პლანეტა ვენერა თევზების ზოდიაქოშია, თევზები სიზმრის ნიშანია და ზე ინტუიციურია, 23-ში მას პლანეტა მარსი შეუერთდება, ამ ორი პლანეტის თევზებში ყოფნა მოგცემთ საოცარ სიზმრებს.  თითქმის, აპრილის ბოლომდე მზად იყავით საოცარი, უცნაური, წინასწარმეტყველური სიზმრებისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ილია დარჩიაშვილი

პოლიტიკა 1710848347

ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - ილია დარჩიაშვილი

“დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი  განსაკუთრებული  მნიშვნელობის მატარებელია,”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს.„ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის  ახალი შესაძლებლობები” - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც  განხილული იქნა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები.“აღსანიშნავია,რომ ეს არის მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ნატოს შტაბ - ბინაში,მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში .” - აღნიშნა მინისტრმა.18-19 მარტს,საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.აღსანიშნავია,რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.

ლამარა ჭყონია

საზოგადოება 1710847448

საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.ფალიაშვილის დაისი, აბესალომ და ეთერი, ჩაიკოვსკის იოლანტა - ლამარა ჭყონიას არა ერთი ცნობილი პარტია აქვს შესრულებული. ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული.ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

საზოგადოება 1710847432

საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბანკის  დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო.ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.შეხვედრის ფარგლებში, პანელზე ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის იმ ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობაა. პანელზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა საფინანსო სექტორში და მის გარეთ; გამოწვევები რაც აფერხებს ქალთა მიერ დაფუძნებულ ბიზნესებში ინვესტიციების ზრდას და ა.შ.„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ გვეხმარება გენდერული ანალიზი წარმატებულ ინვესტირებაში, მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნეს სტრატეგია, რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერების პროექტები და მათი  მიმდინარეობა. საქართველოს ბანკში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მაგალითად "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა", რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით სწორედ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მეშვიდე ნაკადის გადამზადება. ასევე, ბანკში დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერული ბალანსის დაცვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გამომსვლელთა შორის იყვნენ:  ბერგლიოტ ჰოვლანდი ნორვეგიის ელჩი საქართველოში; კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; ივანა ფერნანდეს დუარტე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში; თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; ჩან სუტკენი, ინვესტირების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი; მარიამ ქობალია, გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი რეგიონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა.