ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მაია ბუწაშვილი

საზოგადოება 1710826980

„პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს... ამას მასიური ხასიათი აქვს...“ – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონიოსტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით, აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე წერს.„მინდა შევეხო აფთიაქებში არსებულ უცნაურ ვითარებას მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს. ზოგიერთ აფთიაქში ეუბნებიან, რომ ამ წამლის დეფიციტია, ზოგან კი სთავაზობენ, რომ აქვთ რომელიღაც „შემცვლელი“.პაციენტი, რომელმაც ირბინა აფთიაქებში და ვერ იშოვა ჩემ მიერ დანიშნული წამალი, მეკითხება, იყიდოს თუ არა ეს „შემცვლელი“ და თან გულს აკლია, რომ მოუწევს არა მისთვის აუცილებელი წამლის, არამედ „შემცვლელის“ მიღება. ამ დროს ეს წამალი შემცვლელი კი არა, ზუსტად ის არის, რაც მე დავუნიშნე.საქმე იმაშია, რომ მე და სხვა ექიმებიც ბევრ მედიკამენტს წერს მისი ქიმიური სახელით და არა ბრენდულით. შესაბამისად, ამ მედიკამენტების უამრავი, სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვერსია არსებობს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ ეს პრეპარატია. ამიტომ სრული აბსურდია ადამიანს უთხრა, რომ ეს მედიკამენტი არ არის აფთიაქში და აძებნინო, როცა მისი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იდოს თაროზე.ვიცი, ამ პოსტზე დამიკომენტარებენ, რომ ფარმაცევტებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის წამალი, რომელიც ექიმის მიერ არის დანიშნული. თუმცა მე რაზეც ვწერ, ეს არ არის შეცვლა.მაგალითად, პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან, რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

House of Justice

საზოგადოება 1710826965

იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო

იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მასტერკლასი დაიწყო. მასტერკლასი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საჯარო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს.იუსტიციის სახლის მაღალი რგოლის მენეჯმენტი მსმენელს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და მუშაობის პრაქტიკულ დეტალებს გაუზიარებს.მასტერკლასი 18-დან 26 მარტის ჩათვლით, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ჩატარდება. კურსის მოდულის ჯამური ხანგრძლივობა 10 საათია. მასტერკლასში მონაწილეობა უფასოა და კურსის დამთავრებისთანავე, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ანა ღლონტი

ტაბლოიდი 1710826740

VIDEO: „არაამქვეყნიური ხმებია, ბრავო!“ - ანი ღლონტის და ანსამბლ „ჰერიოს“ ემოციური შესრულება სოციალურ ქსელს იპყრობს

მომღერალი წყვილი – ანი ღლონტი და თორნიკე მაისურაძე, მსმენელს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ მეგობრების წრეში შესრულებულ დუეტებს.ამჯერად, დავით თორაძის უკვდავ სიმღერას ასრულებს „ქარი კვლავ არხევს“. აღსანიშნავია, რომ ისინი სიმღერას ასრულებენ ანსამბლ „ჰერიოს“ წევრებთან ერთად, ამავე ანსამბლის წევრია თავად თორნიკე მაისურაძეც.„არაამქვეყნიური ხმებია, ბრავო!“; „მშვენიერია, სულის მალამოა“, „საოცარია“ – წერენ სიმღერით მოხიბლული სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში. 

მთავრობა

პოლიტიკა 1710826641

მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში 68 ქვეყნის 4 000-ამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ღაზა

მსოფლიო 1710826583

ისრაელის არმია ღაზაში „ჰამასის“ 20 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის შედეგად, „ჰამასის“ 20 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.„ცაჰალის“ ცნობით, რეიდის შედეგად, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ, ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია „ჰამასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებიან.„ადგილი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებს ეგონათ, რომ მათი სამალავი და უსაფრთხო თავშესაფარი იყო, სწრაფი იერიშით, ტერორისტების სასიკვდილო ხაფანგი გახდა. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით „ჰამასის“ დასამარცხებლად, აგური დავდეთ და კიდევ ერთი დარტყმა განვახორციელეთ. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გავანადგურებთ „ჰამასის“ დაჯგუფებას“, განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, დენიელ ჰაგარიმ.