ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1710836536

ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან - ირაკლი კობახიძე

ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები.„ე.წ. ვეტინგზე განცხადება გაკეთდა გუშინ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან - სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის და მოლდოვის საქმე იყო მაგალითად იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, იმიტომ, რომ მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე. ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეს ეხება სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯიან ეარვეისი

საზოგადოება 1710835896

„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“  მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით  ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე.პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.„ჯორჯიან ეარვეისი“ ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება  პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს) მიმართულებით.  ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს გერმანიის ქალაქებში: მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას და ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს. მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც. 

პრემიერი

პოლიტიკა 1710835763

მთავარია, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი - პრემიერი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ,  მე პირადად არ ვართ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია მისთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.„არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1710835707

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია მას - ირაკლი კობახიძე

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ხიდაშელტან იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.„მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები მემგონი ზედმეტია:, - განაცხადა პრემიერმა. 

ამინდის გაუარესება

საზოგადოება 1710835539

როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.