ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პროკურატურა

საზოგადოება 1714051970

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის

მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს ამ პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ასევე განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ ოლივიე ლეფებვრიმ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისთანავე, საფრანგეთის და ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა ოფისმა შუამდგომლობით მიმართა ევროპულ სააგენტოს - ევროპოლს და გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ევროჯასტის და ევროპოლის ხელმძღვანელობით სამართლებრივი ჯგუფის და ერთიანი ევროპული საგამოძიებო გუნდის შექმნა მოითხოვა.ოლივიე ლეფებვრის განცხადებით, ერთობლივი საგამოძიებო გუნდის შექმნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის შედეგად, საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა.„მადლობა ჩემს კოლეგებს შვეიცარიიდან, ლიეტუვადან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ერთობლივ საგამოძიებო პროცესში“ - აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1714051818

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი - ზაალ ანჯაფარიძე

„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას.ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.ანალიტიკოსის აზრით, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ  რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ეხლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა.ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

შოუბიზნესი 1714051310

Massive Attack კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge. მათი ფასი 125 ლარიდან 375 ლარამდე მერყეობს.Starring Georgia-ს, თიბისის და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით შენი  მეგზური ციფრული ბარათი, რომლის დახმარებითაც ბევრ საინტერესო შეთავაზებას მიიღებ Starring Georgia-ს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. გაიაქტიურე ბარათი ახლავე https://tbconline.ge/MB/offer?offerId=9111 და მიიღე სპეციალური შეთავაზებები Massive Attack-ის ბილეთების შეძენისას და Starring Georgia- ს მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე.გარდა ამისა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამოდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:-30% Star Ring კატეგორიის ბილეთებზე Starring Card-ით გადახდისას;-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და  WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს გავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.

წამალი

რჩევები 1714051200

სად და როგორ უნდა შევინახოთ მედიკამენტები სახლში - საუკეთესო საშუალება

სად შევინახოთ მედიკამენტები სახლში - განსაკუთრებით თუ გყავთ მცირეწლოვანი ბავშვები ან პრეპარატები საჭიროებენ შენახვის გარკვეულ პირობებს.მედიკამენტების შენახვის წესები - რჩევებიწამლის ხარისხის მაღალი დონის შესანარჩუნებლად ექსპერტები პირველ რიგში გვირჩევენ:დაიცავით მედიკამენტები მტვრისგან - ექსპერტების უმეტესობა გვირჩევს არ ამოიღოთ ისინი ორიგინალური შეფუთვიდან.უზრუნველყოს საჭირო ტემპერატურის პირობები თითოეული წამლისთვის (ეს მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში ან შეფუთვაზე);საჭიროების შემთხვევაში შეინარჩუნეთ ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა.მთავარია გახსოვდეთ, რომ მედიკამენტების შენახვისას ძალიან მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებების გათვალისწინება, ასევე მათთვის ინსტრუქციებში მითითებული ძირითადი მოთხოვნები.უმჯობესია შეინახოთ მედიკამენტები ლითონის ან პლასტმასის ყუთებში, მოათავსოთ ისინი ძნელად მისადგომ ადგილებში ისე, რომ ბავშვებმა ვერ მიაღწიონ მათ. ეს შეიძლება იყოს მაღალი თაროები, კაბინეტის ან მაცივრის ზედა თაროები, საჭიროების შემთხვევაში, წამლების შესანახად დაბალ ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაში ქრება კითხვა, თუ რატომ შეინახეთ მედიკამენტები მაცივარში. ეს აუცილებელია მათი შენახვის ვადის გასაგრძელებლად და ხარისხის შესანარჩუნებლად.

laris kursi

ფინანსები 1714051183

დოლარის ფასი შეიცვალა - რა ფასად იყიდით უცხოურ ვალუტას

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6859 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8756 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.