გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხვალ მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

19:42 09-12-2019
34

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხვალ მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგი ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.