მგზავრობის ტარიფმა შესაძლოა მოიმატოს - რას ამბობენ სპეციალისტები

15:02 09-12-2019
92

ლარის კურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პირველად ისტორიაში იყო შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბაზარზე საათში ერთხელ ვალუტა უფასურდებოდა. 

ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რამდენიმე რეგიონისკენ მიმავალი ტრანსპორტი გაძვირდა. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. 

გაძვირდება თუ არა მგზავრობის ტარიფი თბილისში - ამაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცეპრეზიდენტს დაუკავშირდა.

პაატა ბაირახტარის განმარტებით, დღეს ნომინალური კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი წნეხი მოახდინა ფასების სტაბილურობაზე.

„დღეს ეროვნული ვალუტა იმაზე მეტად გაუფასურებულია, ვიდრე უნდა იყოს. ნომინალური გაუფასურება ფასებზე სერიოზულ წნეხს წარმოქმნის. როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანწილად იმპორტზეა დამოკიდებული, 25 თეთრიანმა საშუალო დევალვაციამ ფასების სტაბილურობაზე დევალვაცია არ მოახდინოს. 

აქედან გამომდინარე, თუ პროცესები ასე წარიმართა და მართვა არ მოხერხდა, თუ კურსი არ დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც მაკროეკონომიკური პარამეტრებით უნდა იყოს განპირობებული, შესაძლოა, ტარიფი გაძვირდეს. სანამ ჩვენ კურსი 2,75-ზე გვქონდა, ფასების სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე არ შექმნია“, - განმარტა სპეციალისტმა. 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე