ლელო , საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი, მდარე შთაბეჭდილება დამრჩა - ვოლსკი ხაზარაძეზე

14:43 09-12-2019
91

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციამ მასზე „მდარე შთაბეჭდილება დატოვა“.

ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგება ჰქონდა. ლელო, საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი. მდარე შთაბეჭდილება დამრჩა, იმედია, განვითარდებიან“, - განაცხადა დეპუტატმა.

​დღეს, 12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის ლელოს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირზე გაიმართა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ორგანიზაციაში ის სხვადასხვა სფეროს 12-12 ლიდერს გააერთიანებს.