რუსთავში მამაკაცის დაკავების კადრები - ბრალდებულმა გაქცევა სცადა

12:04 09-12-2019
3842

ინციდენტი მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ, ის კი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და გაიქცა.

მოხდა დევნა რა დროსაც მამაკაცი მალევე დააკავეს, ინციდენტის დროს პოლიციელი დაშავდა. როგორც „ინფო რუსთავის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გაარკვია, მამაკაცმა ნათესავის ავტომობილი უნებართვოდ წაიყვანა.

მას შემდეგ, რაც საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და მამაკაცს მიაკვლია, მან მიმალვა სცადა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაკავებულს სატრანსპორტო საშუალების მართვის ნებართვა არ ჰქონდა.