უმძიმესი სასამართლო იყო - ემოციებსა და სამწლიანი ბრძოლის დეტალებზე „სვეტისგან“ დაზარალებულები ყვებიან

11:17 09-12-2019
149

სამწლიანი მოლოდინის შემდეგ სვეტის მიერ დაზარალებულმა მენაშენეებმა საბოლოო პასუხი მიიღეს, 2500-მდე ოჯახი ბინებით სამ წელიწადში დაკმაყოფილდება.

სამივე შეჩერებულ ობიექტს კომპანია „m²“ იბარებს, რომელიც შეწყვეტილი მშენებლობის დასრულების პირობას დებს.

მშენებლობის შეთანხმებული ვადების დარღვევის გამო კომპანიის  მფლობელებს თავად მენაშენეებმა უჩივლეს, რომლებიც მანამდე სამ სხვადასხვა მშენებარე ობიექტებზე საცხოვრებელ ფართებს სამი წელი უშედეგოდ ელოდნენ.

პრაიმტაიმი“ სამშენებლო „სვეტი“ მიერ დაზარალებულ რამდენიმე მენაშენეს ესაუბრა.

მათი თქმით, მერიის და „m²“ ეს გადაწყვეტილება მათთვის დაკარგულის დაბრუნებას ნიშნავს.

2017 წლის დეკემბერს უნდა ჩაგვბარებოდა ბინები, რომლებიც შევიძინეთ კომპანია სვეტში. დიდი პიარით და დიდი ზარზეიმით ბრჭყვიალა ფერებში ცდილობდნენ გაყიდვები ეწარმოებინათ.

ჩვენი ოჯახის გარდა მოტყუებით და ამ პრობლემის წინაშე დადგა 2500 ოჯახი - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მენაშენემ სალომე დუნდუამ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მშენებლობა დაზღვეული იყო ალდაგში, რომელიც აჩენდა კარკვეულ იმედს და ნდობას კომპანიის მიმართ, სწორედ ამიტომ გავრისკეთ და ვიყიდეთ ბინები ჯერ დაუსრულებელ მშენებლობაზე.

„ჩემმა ოჯახმა 103 კვადრატული ბინა 46 000 დოლარად შეიძინა მირცხულავას ობიექტზე. 2017 წლის დეკემბერს უნდა ჩაგვბარებოდა ბინები, რომლებიც შევიძინეთ კომპანია სვეტში. დიდი პიარით და დიდი ზარზეიმით ბრჭყვიალა ფერებში ცდილობდნენ გაყიდვები ეწარმოებინათ. ჩვენი ოჯახის გარდა მოტყუებით და ამ პრობლემის წინაშე დადგა 2500 ოჯახი. ჩვენ როდესაც გადავიხადეთ თანხები მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა ძალიან მუშა პროცესი იყო. გაყიდვები, როდესაც დაიწყო ქონდათ სასწაული აქციები კარგი პირობებით ხალხი რიგში იდგა ოფისების წინ, მსურველებს უარით ისტუმრებდნენ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ყველას ერთ პირობას გვეუბნებოდნენ ბინები აღარ იყო, თუმცა მერე გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გამოჩნდა ჩვენთვის ბინები მივდიოდით და ვყიდულობდით, როგორც ჩანს ერთგვარი ხრიკი იყო. ობიექტი დაზღვეული იყო ალდაგში  წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ აუშენებელში ნამდვილად არ შევიდოდით. 2017 წლის დეკემბერში, როდესაც ბინები არ ჩაგვბარდა, შევქმენით მენაშენეებმა საინიციატივო ჯგუფი და დავიწყეთ სამართლრებრივი გზით ბრძოლა. უნდა აღვნიშნო, რომ პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა გაწიეს უდიდესი შრომა. გვერდში დაგვიდგა თბილისის მერია, კახა კალაძისგან და ილია ელოშვილისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. უმძიმესი სასამართლოები იყო. გვეგონა არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ფარხმალი არასდროს დაგვიყრია.

მე ვიცოდი საკრებულოში მისვლის დროს, რომ ბოლოში ვიყავით გასული, მაგრამ ნაწილმა ხალხმა არ იცოდა და სიურპრიზად დაუტოვეთ. სავარაუდო განწყობა იყო საზეიმო, მაგრამ ხალხს უკვე დახვდათ მართლაც სასწაული, ენით აღუწერელი ბევრი სიხარულის ცრემლი იყო მართლა დაკარგული დღეს დავიბრუნეთ.

მშენებლობა დაიწყება 3 ობიექტზე 20 და 22 ბლოკი უნდა აშენდეს. დასრულებას ამბობენ 3​წელიწადნახევარში. შესაძლოა უფრო ადრეც დასრულდეს“, - საუბრობს სალომე დუნდუა.

„სვეტის“ მიერ დაზარალებული ლელა არბოლაშვილის თქმით, დღეს რაც მოხდა ნამდვილად არ ველოდით ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა. მართლაც ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენით ქალაქის მერის და ილია ელოშვილის მიერ, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

„ბინა მირცხულავაზე შევიძინე 2016 წლის დეკემბერში საახალწლო აქცია გამოაცხადეს. 1-ელ დეკემბერს იყო აქცია და 3 დეკემბერს მითხრეს ბინები, რომ აღარ იყო. თუმცა ერთი კვირის განმავლობაში დამიკავშირდნენ მითხრეს, სასწრაფოდ მივსულიყავი თანხა მქონოდა თან, რომ შემეტანა. 60 კვადრატი ვიყიდე წინასწარი შენატანის გარეშე, მაგრამ ყოველ თვე ვიხდიდი 450 დოლარს. 2017 წლის თებერვალში უნდა ჩამბარებოდა ბინა. სასამართლოში მუდმივ რეჟიმში გვიწევდა სიარული. იმედი მქონდა ალდაგში, რომ იყო დაზღვეული, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა ალდაგმა უკან დაიხია ისინი ამბობდნენ, რომ მათი დაზღვევა მხოლოდ ხელოსნის ფულის გადახდას გულისხმობდა.

დღეს რაც მოხდა ნამდვილად არ ველოდით ბოლო წუთამდე არ მჯეროდა. მართლაც ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი ქალაქის მერის და ილია ელოშვილის მიერ, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ემოციებს ვერ ვმალავ დღეს მთელი დღე. გვპირდებიან 3 წელიწად ნახევარში ბინების ჩაბარებას.

მაგრამ ეტაპობრივად შევძლებთ ამ წლების განმავლობაში შესვლას“, - საუბრობს ლელა არბოლიძე.

პირობები იყო ჩემთვის ხელსაყრელი, რომელიც გულისხმობდა შიდა 10 წლიან უპროცენტო განვადებას, რადგან ერთიანი თანხა არ მქონდა და აშენებულ ბინას ვერ ვყიდულობდი გავრისკე, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სვეტის მენაშენე ნინო კლდიაშვილი საუბრობს.

„მე მირცხულავას ობიექტზე ვიშენებდი ბინას, 2016 წელს დავდე ხელშეკრულება. სარეკლამო აქციები ისეთი ქონდათ რა თქმა უნდა მიაქცევ ყურადღებას და გაებმები მახეში. პირობები იყო ჩემთვის ხელსაყრელი, რომელიც გულისხმობდა შიდა 10 წლიან უპროცენტო განვადებას, რადგან ერთიანი თანხა არ მქონდა და აშენებულ ბინას ვერ ვყიდულობდი გავრისკე. 78 კვადრატული ვიყიდე თეთრი კარკასი, კვადრატულში გადავიხედე 650 დოლარი. 2016 წლის იანვრიდან გაირკვა, რომ კომპანიას პრობლემები ჰქონდა. მე ისიც კი არ მიფიქრია, რომ თაღლითები იყვნენ და არ ააშენებდნენ ბინებს უბრალოდ ვიფიქრე, რომ ვადებში ვერ ეტეოდნენ. სახლს და თანხას თუ დავკარგავდით საერთოდ არ მიფიქრია.

2017 წლის თებერვლიდან ჩვენ მოგვიწია აქციების გამართვა. სასამართლო პროცესებზე აქტიურად ვიყავით ჩართულნი, ჩვენ პრეტენზია გვქონდა სადაზღვეო კომპანია ალდაგთანაც. ჩვენ გვეგონა, რომ სადაზღვეო კომპანია ალდაგი პასუხისმგებელი იყო თუ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ მშენებლობაზე ხარვეზი ექნებოდა და ვერ დაასრულებდა მშენებლობას სადაზღვეო სხვა სამშენებლოს შემოიყვანდა, რაც საბოლოო ჯამში არ მოხდა. შემდეგ მივმართეთ მერიას დახმარებისთვის, პროკურატურასაც და ფინანსურ სამსახურსაც. მათ დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ დააკავეს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

მერის და „m²“ გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდით, ისე გაგვიხარდა ზღვა ემოციები გვქონდა.

მე პირადად ორი მცირეწლოვანი ბავშვით ვიყავი მისული. ისეთი ემოციებით უკრავდა ტაშს ჩემი შვილი ბატონო კახის გამოსვლას, რომ ახლაც კი მბურძგლავს ამ ემოციების გახსენებისას“, - განაცხადა ნინო კლდიაშვილმა.    

სვეტის მფლობელი და დირექტორი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მათ თაღლითობასა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დებს ბრალს.

 

ავტორი: ქეთი მუსერიძე