იტალიაში დააკავეს ქართველი, რომელმაც რამდენიმე ბინა და კერძო სახლი გაქურდა

11:12 09-12-2019
580

იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 42 წლის კ.კ. დააკავეს.

მამაკაცი რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.

ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.

ბრალდებულს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.