პლანეტაზე, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, წყალი აღმოაჩინეს

00:00 09-12-2019
55

ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში წყალი, თანაც როგორც ჩანს, წყლის რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

K2-18b-ზე წყლის არსებობა და სტაბილური ტემპერატურა ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე შეიძლება სიცოცხლეც არსებობდეს. 

მეცნიერების თქმით, ახალი კოსმოსური ტელესკოპები შემდეგი 10 წლის განმავლობაში შეძლებენ დაადგინონ, არის თუ არა K2-18b-ის ატმოსფეროს გაზები ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი.