თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა, ნაწილებად დაიშალა და ცეცხლის ალში გაეხვა (ვიდეო)

20:43 09-11-2019
4082

ინციდენტი ამერიკულ ქალაქ ტოლედოში მოხდა. თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟშიც ორი ადამიანი იყო, აეროპორტამდე 2 კილომეტრის დაშორებით, პირდაპირ საავტომობილო ტრასაზე ჩამოვარდა, ნაწილებად დაიშალა და ცეცხლის ალში გაეხვა. ინფორმაციას Local 24 ავრცელებს.

ცეცხლი გზის ნაპირას პარკირებულ სატვირთო მანქანებზეც გადავიდა. საბედნიეროდ, მძღოლები გადაჩნენ, თუმცა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ბედი უცნობია. მაშველები მათზე ამ დრომდე არ საუბრობენ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ისინი დაღუპულები არიან.

ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზებს სპეციალისტები ადგენენ.