საქართველო ინტერნეტში დიეტის მძებნელთა მსოფლიო ათეულშია

20:40 09-11-2019
15

Google-ის ტრენდების ანალიზის მიხედვით, რომელიც საიტმა chefspencil-მა შეადგინა, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედის, რომელიც დიეტებით არის „შეპყრობილი“.

აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე პოლონეთია, მეორეზე ავსტრალია, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველო მეშვიდე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად დუკანის დიეტით ინტერესდება. დიეტა პიერ დუკანის მიერ იქნა შემუშავებული მათთვის, ვისაც წონის კლება ძალიან სწრაფად და ეფექტურად სჭირდება.