ქუთაისის საბავშვო ბაღში ბავშვებს ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი მოპარეს

19:51 09-11-2019
85

ქუთაისში № 5 საბავშვო ბაღი გაქურდეს. როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი განმარტავს, ავტოქარხანაში მდებარე მეხუთე საბავშვო ბაღიდან წაღებულია სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა - ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.

„თანამშრომლები დილით რომ მივიდნენ, ასეთი ფაქტი დახვათ. წაღებული ტაფა, ქვაბი, სასწორი და სხვა სამზარეულოს ჭურჭელი. არ ვიცით, როდის მოხდა, დილით გავიგეთ. მომხდარზე ვაცნობეთ პოლიციას და დაიწყო საგამოძიებო სამუშაოები“ - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ბოროტმოქმედების ვინაობა ამ დროისთვის დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მათ საბავშვო ბაღში სამზარეულოდან შეაღწიეს.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე