ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713523233

სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს - ვახტანგ გომელაური

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2023 წელს კოორდინატორებმა 2307 პირს გაუწიეს მხარდაჭერა.„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს. „აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713523107

ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები - ვახტანგ გომელაური

საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.„რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით - დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს“, - განაცხადა ვახტანგ გომელურმა.

პროკურატურა

სამართალი 1713522197

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის,მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

irani

მსოფლიო 1713522025

ირანში აცხადებენ, რომ ისპაანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელს არ უპასუხებენ - Reuters

ირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელისთვის პასუხის გაცემა არ იგეგმება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.„ინფორმაცია, რომ ინციდენტის უკან გარე ჩარევა იდგა, არ დადასტურდა. ქვეყნის ფარგლებს გარედან არანაირი თავდასხმა არ ყოფილა“, - განუცხადა Reuters-ს ირანელმა ოფიციალურმა პირმა.დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა

პოლიტიკა 1713521739

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე,  საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.