ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი „სირცხვილიას“ ორგანიზატორების არაფორმალურ გარემოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

19:22 09-11-2019
696

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძე, რომელიც „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორია, თანამოაზრეების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც არაფორმალურ გარემოშია გადაღებული.

ამ ფოტოებს თან ემოციური ტექსტიც ახლავს.

„თემას რომ ვწერდე „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“, ამ ადამიანების დეტალური აღწერით დავიწყებდი. მოვყვებოდი როგორი მნიშვნელოვანია იდეალისტების გარემოცვა. თითოეულ მათგანს გაგაცნობდით, რადგან შორიდან შექმნილი იმიჯი როგორც წესი ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

თემის შემდეგი ნაწილი იქნებოდა ქუჩაში გატარებული 83 დღე. ქვეყნის სამსახურში დგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. კიდევ ბევრ რაღაცას დავწერდი და ალბათ დავწერ კიდევაც.

თემის ბოლოს ყველა ჩემ თანამებრძოლს გავაგებინებდი, რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს“, - წერს მარიამ გეგუჩაძე.