ირმა ინაშვილის ციტატისგან Facebook-ზე ფლეშმობი მოაწყვეს

18:49 09-11-2019
295

ინგა გრიგოლიასთან სტუმრად მყოფმა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტის რეპლიკას ამგვარად უპასუხა:

„მე ვარ ირმა ინაშვილი და არ ვარ კრემლის აგენტი და გპასუხობთ, როგორც ირმა ინაშვილი, საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი. ძალიან გთხოვთ, ნუ ცდილობთ ბოკერიას სტილში იარლიყების მოკერებას“, - თქვა ინაშვილმა.

მისი ციტატა სოცქსელში პოპულარული გახდა და მომხმარებელი ციტატის სქრინს ავრცელებენ, თან თავიანთ ვერსიასაც ამატებენ.