12 სექტემბერს, საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

17:21 09-11-2019
42

12-13 სექტემბერს თბილისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.