ქვეყანაში ტვირთბრუნვა რეკორდულად გაზრდილია - ანაკლიის პორტის საჭიროება იზრდება

16:51 09-11-2019
42

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე თითქმის ყველა თანხმდება, მაგრამ გარკვეულ წრეებში მაინც აქვთ ამ პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტები.

კერძოდ ფოთის პორტის „ეიპიემ ტერმინალის“ წარმომადგენლობაში სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს არ სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და მითუმეტეს არ სჭირდება ქვეყანას ორი პორტის არსებობა.

ეიპიემ ტერმინალის“ გენერალური დირექტორის თქმით, ბოსფორის სრუტე ვერ გაატარებს დიდი ზომის გემებს, რომლებიც არიან მრავალკონტეინერიანები, ამიტომ ქვეყანას 16- 18 მეტრის სიღრმის პორტი თავისუფლად ეყოფა იმისთვის რომ მიიღოს არსებული ტვირთები და მოემსახუროს უკვე არსებულ გემებს.

„ბოსფორის სრუტეს მხოლოდ გარკვეული ზომის გემების გატარება შეუძლია მისი სიღრმის გამო იგი დიდი ზომის გემებს ვერ ატარებს. ბაზრის ზომის მიხედვით გლობალურ ტენდენციებთან მიმართებაში საქარველოს არ სჭირდება ააშენოს ისეთი პორტი, რომელიც დიდი ზომისა და რაოდენობის კონტეინერიან გემებს მიიღებს. კერძოდ ქვეყანას არ სჭირდება პორტი, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეს აღემატება“,- განაცხადა კლაუს ლოურენსმა „ეიპიემ ტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა.

საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სადაც ამბობენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მათი თქმით, ბოსფორის სრუტეს შეუძლია გაატაროს მინიმუმ 10 000 კონტეინერიანი გემები და ამ გემების მისაღებად სწორედ ღრმაწყლოვანი პორტის არსებობაა საჭირო.

„ბოსფორის სრუტეს ნამდვილად აქვს რაღაც ტექნიკური შეზღუდვები და ვერ გაატარებს მსოფლიოში უდიდეს გემს, რომელიც არის დააახლოებით 22 000 კონტეინერიანი გემი. ბოსფორის სრუტეში შეიძლება გაიაროს გემმა, რომელიც არის 10 000 კონტეინერამდე. ბოსფორის სრუტეში ეტევა ის გემები, რომლებსაც სჭირდებათ ღრმაწყლოვანი პორტი რათა მათ მოემსახუროს. ტვირთებს ველოდებით სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ყაზახეთი, თურქმენეთი უზბეკეთი. ამ ქვეყნებიდან თუ დღეს ვატარებთ 5%-7% შეგვიძლია, რომ გავატაროთ დაახლოებით 25%- 30%“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა.  

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ტვირთბრუნვა რეკორდულად არის გაზრდილი. კერძოდ გასული 8 თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა გაიზრდა 37%-ით. ფოთის პორტში კი ზრდა დაფიქსირდა 60%-ით.