ფრანგული გამოცემა - შუმახერი გონზე მოვიდა

16:29 09-11-2019
38

მიხაელ შუმახერი პარიზში მდებარე, ერთ-ერთ კლინიკაში 9 სექტემბერს მიიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია წერს.

არსებული ცნობით, მას ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უტარდება. ერთ-ერთი მედდის განცხადებით კი, ის გონზე მოვიდა. „ისინი ჩემი მორიგეობისას მოვიდნენ. მინდა, დაზუსტებით გითხრათ, რომ ის გონზეა“.

ივლისში კი, შუმახერის ერთ-ერთმა მეგობარმა განცხადა, რომ ის თავს უკეთ გრძნობს და 2019 წლის გრან-პრისაც უყურებს.

ლეგენდარული მრბოლელი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო.