სულხან სალაძე - ამ წერილის გამომგზავნი შესაძლოა გახარიაზე პრობლემური პირი აღმოჩნდეს

16:27 09-11-2019
201

ახლა ვიცით, რომ ამ წერილზე არის ადამიანების ანაბეჭდები. პროკურატურამ იცის კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, თუ საჭირო გახდება ხაზარაძე ამ პირებს კვლავ დაასახელებს, - ამის შესახებ ახალაგზარდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მარტივად შეუძლიათ შეადარონ ამ წერილზე ვინმეს ანაბეჭდი თუ აღმოჩნდება.

„ახლა ვიცით, რომ ამ წერილზე არის ადამიანების ანაბეჭდები. პროკურატურამ იცის კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, თუ საჭირო გახდება ხაზარაძე ამ პირებს კვლავ დაასახელებს. მარტივად შეუძლიათ შეადარონ ამ წერილზე ვინმეს ანაბეჭდი თუ აღმოჩნდება. ის რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გიორგი გახარიასი იქნება, თუმცა ეს არაფერს ცვლის. საინტერესოა გამომგზავნი მხარე.

შესაძლო ბევრად უფრო პრობლემური პირი აღმოჩნდეს ამ წერილის ავტორი. მთავარია ვიცოდეთ ვინ როგორ მონაწილეობდა ამ მოვლენებში“, - განაცხადა სალაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან იმ წერილის ექსპერტიზაზე ისაუბრა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი