არსებობს საფრთხე, რომ დედამიწას 800-ზე მეტი ასტეროიდი დაეჯახოს

16:21 09-11-2019
315

არსებობს რისკი, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში, დედამიწას 800-ზე მეტი ასტეროიდი დაეჯახოს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მონაცემებს ევროპული კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ამჟამად ე.წ „რისკ სიაში“ 878 ასტეროიდი ირიცხება.

მართალია, დედამიწაზე დიდი ასტეროიდის დაჯახების იდეა ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ეს რეალობად იქცე4ს.

სააგენტო განმარტავს: „ევროპული კოსმოსური სააგენტოს კატალოგში შეყვანილია ყველა ჩვენთვის ცნობილი ასტეროიდი, რომლებიც შესაძლოა დედამიწას მომდევნო 100 წლის განმავლობაში მიუახლოვდნენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დედამიწასთან დაჯახების შანსი ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არ არის.“

სააგენტოს თანახმად, მცირე ასტეროიდის დაჯახების შემთხვევაშიც, დედამიწაზე სერიოზული ნგრევაა მოსალოდნელი.

მსგავსი რისკების შესამცირებლად, ევროპული კოსმოსის სააგენტო, რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორთან ერთად აწარმოებს კვლევას. ისინი ეძებენ და აკვირდებიან ასტეროიდებს, ასევე შეიმუშავებენ ახალ ტექნოლოგიებს მათ გამოსავლენად.

ავტორი: მარიამ გიგანი