უკრაინაში პარლამენტის წევრებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმდებათ

15:43 09-11-2019
36

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის კონსტიტუციის 80 -ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე, უკრაინის საჯარო მოხელეების ხელშეუხებლობის შესახებ“. პარლამენტის წევრებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი 2020 წლის, პირვგელი იანვრიდან გაუუქმდებათ. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.

კანონი უკრაინის კონსტიტუციის მე-80 მუხლის ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც კანონმდებლების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და პარლამენტის თანხმობის გარეშე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას კრძალავს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამისი კანონპროექტი 3 სექტემბერს დაამტკიცა. ერთადეთი პარტია, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ იყო.