ზაზა სარალიძე კალანდიას ადვოკატს დაუპირისპირდა

15:29 09-11-2019
337

საბჭოთა გადმონაშთის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, ძალიან კარგად მოგეხსენებათ პატივცემულო უფლებადამცველო, თუ როგორც გასამართლდებოდა თითოეული მონაწილე,ორი არასრულწლოვნის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი დაგეგმვით და შეცნობით მკვლელობისთვის, - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას.

„ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ! ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად მოკლეს ორი არასრულწლოვანი, რომელში თავად მონაწილეობდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი. დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ,“ - წერს სარალიძე.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის პროცესი გაიმართება, სადაც ზაზა სარალიძე დაიკითხება.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.