არქეოლოგებმა ფარავნის ტბასთან ყორღანების შესწავლა დაიწყეს

13:38 09-11-2019
41

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს (ძვ. წ XV-XIV ს.ს ) პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყეს. კვლევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 25 423 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს ა(ა)იპ „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ ახორციელებს.

ფარავნის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით ყორღანული სამარხის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა 1მ. სიღრმეზე უნდა ჩატარდეს. უნდა გაწმინდონ ობიექთან მისასვლელი გზაც. სპეციალისტებს ყორღანის შესწავლისთვის ვადა 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე აქვთ.

ყორღანული სამარხი ფარავნის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, სოფ.ხულგუმოდან 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 2003–2007 წლებში „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობამ“ შეისწავლა და ძვ. წ. აღ.-ის მესამე ათასწლეულის ყორღანი აღმოაჩინეს. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე