ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მთავრობა

პოლიტიკა 1710826641

მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში 68 ქვეყნის 4 000-ამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ღაზა

მსოფლიო 1710826583

ისრაელის არმია ღაზაში „ჰამასის“ 20 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის შედეგად, „ჰამასის“ 20 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.„ცაჰალის“ ცნობით, რეიდის შედეგად, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ, ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია „ჰამასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებიან.„ადგილი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებს ეგონათ, რომ მათი სამალავი და უსაფრთხო თავშესაფარი იყო, სწრაფი იერიშით, ტერორისტების სასიკვდილო ხაფანგი გახდა. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით „ჰამასის“ დასამარცხებლად, აგური დავდეთ და კიდევ ერთი დარტყმა განვახორციელეთ. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გავანადგურებთ „ჰამასის“ დაჯგუფებას“, განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, დენიელ ჰაგარიმ.

ილ

საზოგადოება 1710825578

ემოციური სიტყვები - როგორ მიმართა ილია თოფურიამ გულშემატკივრებს

ილია თოფურია საქართველოშია."ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა”– განაცხადა ილია თოფურიამ აეოპორტში გუკშემატკივრებთან შეხვედრისას."კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა… ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში, უდიდესი მადლობა ყველას, ყველანი მიყვარხართ… სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია” – განუცხადა ქართულ მედიას ილია თოფურიამ, ქართველ გულშემატკივრებზე საუბრისას.

წყალი მთელი დღით შეწყდება

საზოგადოება 1710822600

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, 19 მარტს, გლდანის რაიონში, მონადირის ქ. სატუმბო სადგურის მაგისტრალურ ქსელზე, აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მარტის 12:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაონის შემდეგ ქუჩებს:ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; ხიზაბავრის ქუჩა და ჩიხები, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩა და ჩიხებით, სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს;ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, გობრონიძის N46, ავშნის დასახლებას,ავშნის ქუჩას, ნუშის ქუჩას და ანტონ მე-2 ქუჩას და მონადირის ქუჩას , ფირცხალავას ქუჩას, ძმები ჭილაშვილების ქუჩას, ფრანგიშვილის ქუჩას, მუხიანის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 ა და მე-4 ბ მ/რ მთლიანად, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) III მ/რ ყველა კვარტლებს (გარდა III მ/რ-ს I კვარტლის N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა), მუხიანის აგარაკებს სრულად.

მოძრაობა აკრძალულია

საზოგადოება 1710821524

ნახეთ, სად აიკრძალა მოძრაობა ძლიერი თოვის გამო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.