მასშტაბური დაბომბვის კადრები -აშშ-მ ტერორისტების ტერიტორიაზე 40 ტონა ბომბი ჩამოაგდო

12:44 09-11-2019
451

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში მდებარე კუნძულზე 40 ტონა ბომბი ჩამოაგდეს.

აშშ-ს სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორია იყო.

მედიაში გავრცელდა დაბომბვის ამსახველი ვიდეო.

მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში F15 და F35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა მიიღეს მონაწილეობა.

თავდასხმა ერაყის შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ს ხელმძღვანელობით მებრძოლი ანტი-ისლამისტური კოალიციის  სამხედრო ოპერაციის ნაწილია.

კოალიციამ „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში 2017 წელს დაამარცხა, თუმცა ჯიჰადისტების მცირე დაჯგუფებები დღემდე განაგრძობენ თავდასხმებს.

ავტორი: მარიამ გიგანი