პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალზე ახალი დეტალები გაირკვა

12:16 09-11-2019
767

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ადვოკატის განცხადებით, პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ეს გარემოება სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის გამომრიცხავია.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს.

თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

„ინტერნეტში განთავსებულ შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 50 წლამდე ქალი ოჯახს და მოულოდნელად ესხმის თავს პატარა ბიჭს“,

ბრალდებულ ქალს, ბრალის დამკიცების შემთხვევაში - 7-დან -10 წლამდე პატიმრობა ელის.