გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანთან მევენახეების აქციაა

12:01 09-11-2019
21

სამი სოფლის, ახაშნის, ზეგაანისა და მუკუზნის მცხოვრებლები ყურძენის ჩასაბარებელი ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

ყურძენი ლპება და ვერ ვაბარებთ. ჯერ 70 თეთრი რა არის და მაგ ფასადაც არ იღებს ქარხანა. რქაწითელი ერთი ლარი მაინც უნდა ღირდეს, სხვაგვარად ხარჯს ვერ აანაზღაურებს -განაცხადა აქციის მონაწილემ ალექსანდრე ნიკულაშვილმა.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მივიდა.მისი ინფორმაციით, გლეხებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდებიან.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მევენახეები პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი