საინტერესო ფაქტები 11 სექტემბრის ტერაქტზე (ფოტოები)
11:29 09-11-2019
214
2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე - პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.
ნანგრევების გატანას 261 დღე დასჭირდა
Image
ცათამბჯენის ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა, რა დროსაც  1337 სატრანსპორტო საშუალება განადგურდა. დაინგრა ასევე 47-სართულიანი შენობა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო.
ტერიტორიიდან ნაგვის გატანას 261 დღე დასჭირდა. ნანგრევებში კი, ხანძრის კერების ჩაქრობას - 99 დღე. სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოოდ, ინდოეთში და ჩინეთში გაიყიდა.
Image />
და ბოლოს, ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ...
-2001 წლის 11 სექტემბერს „<span class=ტყუპებში  უნდა გამართულიყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის თათბირი. თუმცა შეკრება, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი მონაწილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.
ავტორი:თათია ცუკოშვილი