„თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას 100 000$ მისცა“ - ირაკლი ლატარია

11:08 09-11-2019
4508

„არის ასეთი ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას 100 000 დოლარი  გადასცა , გვარამია ჭყონიას დაჰპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითას რეკლამაში მომავალში, ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში, ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა“ მომავალში პრემიერ მინისტრობის თანამდებობაში“, - წერს ლატარია.

ნიკა გვარამიას გირაო, რომელიც 40 ათას ლარს შეადგენდა, მისმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა 9 სექტემბერს გადაიხადა.