11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

08:37 09-11-2019
33

2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე - პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. 

Image

ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 18 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77%  კაცი იყო, 23% - ქალი.

დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი დაიღუპა და 80 წელზე მეტის - სამი პენსიონერი. 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა.

Image

ამერიკის კონგრესმა 2016 წელს ანტიტერორისტული აქტი მიიღო, რომელშიც საუდის არაბეთს ბრალი ედება 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში.