როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

07:57 09-11-2019
873

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-12 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

13-15 სექტემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 11 სექტემბერს შესაძლოა მცირე წვიმა, ხოლო 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.