ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში - სააკაშვილი ოქრუაშვილს

23:59 09-10-2019
906

„ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით ოქრუაშვილი უსამართლოდაა დაპატიმრებული.

„ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“ – ყოფილი პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.