დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი დაითხოვა

22:39 09-10-2019
94

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი ჯონ ბოლტონი სამსახურიდან დაითხოვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„წუხელ შევატყობინე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლს მისი მომსახურება აღარ სჭირდება. მე, როგორც ადმინისტრაციის სხვა წევრები, კატეგორიულად არ ვეთანხმები მის ბევრ წინადადებას, ამიტომაც მე ჯონს გადადგომა მოვთხოვე“, - წერს ტრამპი.

ამერიკის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მრჩეველს. რაც შეეხება მის შემცვლელს, ტრამპი მას მომავალ კვირაში დაასახელებს.

ჯონ ბოლტონი ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტში დაინიშნა. ტრამპი ამ დანიშვნაზე იმთავითვე მერყეობდა და შემდეგაც, არაერთხელ ჰქონიათ მათ აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, ვენესუელას საკითხზე ბოლტონი მის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას ფიქრობდა, ტრამპი კი ამას მხარს არ უჭერდა.