Apple-მა iPhone 11 წარადგინა - ნახეთ როგორ გამოიყურება ის

22:30 09-10-2019
256

კომპანია Apple-მა თავისი ახალი სმარტფონი - iPhone 11 წარადგინა. ის 6 ფერშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 699 დოლარი იქნება. 

გაჯეტს ორმაგი კამერა აქვს. სელფის გადაღება კი შესაძლებელია slow motion-ის რეჟიმში. მას 6,1 დიუიმიანი ეკრანი აქვს, გადაღების ღამის რეჟიმი და ვიდეოს ოპტიკური სტაბილიზაცია.

ახალი სმარტფონის პრეზენტაცია კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში ამ წუთებში იმართება, სადაც Apple-ის შტაბბინა მდებარეობს.

ჩვენს მკითხველს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს Live-ს ამ ლინკზე.