თერჯოლაში 17 წლის მოზარდი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

19:07 09-10-2019
2033

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა.

„პრაიმტაიმის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბიჭი სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ის სახლში დაბრუნებულმა დედამ, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა.

ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე