მართლაც საცოდაობაა, ინაშვილი გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს - მეთიუ ბრაიზა

17:33 09-10-2019
902

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.

ფაქტი შეაფასა ამერიკელმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ. მან ამ ინციდენტს სასაცილო უწოდა.

მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება (ირმა ინაშვილი) გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა - ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო - აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა - შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს ცხადია, სასაცილოა“, - დასძინა ბრაიზამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.