რუსთავიდან ვაკის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი სამი ლარი გახდა

17:28 09-10-2019
167

რუსთავიდან თბილისში ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის ღირებულება გაძვირდა, დღეიდან ადგილზე მისულ მგზავრებს მძღოლებმა უთხრეს, რომ მათ ისინი ნაცვლად ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრისა სამ ლარად მოემსახურებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ გაძვირებული პროდუქციის გამო მათ მგზავრობის ფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

მეორადი ნაწილები გაძვირდა, საწვავის ფასმა მოიმატა,მძღოლები აღარ ჩერდებიან და გარბიან, იძულებული გავხდით ტარიფზე ფასი მოგვემატებინა,ამბობს შპს ვაკე ტაქსის დირექტორი გელა შავერდაშვილი.

შავერდაშვილის თქმით, ტარიფზე ფასის მატება რუსთავის მერიის მიერ კომპანიისთვის იჯარაზე გაზრდილი თანხის გადასახადს დაემთხვა, თუმცა შავერდაშვილის განმარტებით მერიის წვლილი ტარიფის გაძვირებაში ნული.

რუსთავიდან ვაკის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებას ქალაქის მერი გამოეხმაურა, ირაკლი ტაბაღუა კომპანია ვაკე ტაქსისთვის ყოველთვიური იჯარის გადასახადის გაორმაგებას ადასტურებს.

აუდიტორული შემოწმების შეფასების საფუძველზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიისთვის გადაცემული მიწის არენდის ფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო,თუმცა საუბარია მინიმალურ თანხებზე რაც ტარიფის მატებას ვერ გამოიწვევდა ამას დაადასტურებს კომპანიის ხელმძღვანელობაც აცხადებს ტაბაღუა.

ამ ეტაპზე რუსთავიდან ვაკის მიმართულებით და პირიქით მგზავრებს 36 მანქანა ემსახურება.

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი