ფესტივალი, რომელმაც ამერიკა შეცვალა - ვუდსტოკის ექსკლუზიური კადრები ვიდეო

17:26 09-10-2019
67

ორმოცდაათი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ნიუ-იორკის შტატში ვეფილეს ფერმას, ასობით ათასი დამთვალიერებელი ეწვია, ამერიკის კონტრკულტურის ისტორიის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის - ვუდსტოკის ფესტივალზე დასასწრებად

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით იუბილე, რომელიც „ვუდსტოკის 50“ წლისთავს მიეძღვნა, შესაძლოა გაუქმებულიყო, მაგრამ ახალი წიგნი, 1969 წლის ფესტივალის შესახებ, გადარჩენის ალტერნატიულ გზას გთავაზობთ - 100-ზე მეტი ფოტო, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ./

width=600

ახლახან აღმოჩენილი სურათები გადაღებულია ფოტოჟურნალისტ რიჩარდ ფ.ბელაკის მიერ, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, მათი გამოქვეყნების გარეშე. მხატვარმა და პროფესორმა ჯონ კეინმა, რომელის აკვირდებოდა ფესტივალის მიმდინარეობას საკუთარი წიგნისთვის, გარდაცვლილი ფოტოგრაფის ნეგატივები, აუქციონზე შეიძინა. 

width=600

კეინის თქმით, ბელაკი, ერთ-ერთი პროფესიონალური დონის ფოტოგრაფი იყო, ვინც ეს ფოტოები მოიპოვა. იგი, როგორც ჩანს, უყურადღებოდ ტოვებდა ფესტივალის მონაწილეებს (მათ შორის იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენიზ ჯოპლინი, ჯეფერსონ ეირლაინი“ და „ვინ“) და ამის ნაცვლად, ის ყურადღებას, დამსწრე საზოგადოებაზე ამახვილებდა.

width=600

შედეგად, მის სურათებში ჩანს, თუ როგორ ხვდებიან მონაწილეები, აკვირდებიან ჯგუფებს და ამზადებენ ბანაკებს, ასევე აფიქსირებენ, „ბინძური ადგილის“ მდგომარეობის გაუარესებას, ხუთი დღის განმავლობაში. ბელაკმა ასევე გადაიღო იშვიათი ფოტოები -„ღამის კადრები“, რომლებიც განსაკუთრებით რთული იყო, იმ დროინდელი კამერით გადაღება.

width=600

„თქვენ თითქმის იგრძნობთ, რომ ბელაკი, აკვირდება ამ მიძინებულ ბანაკებს. მინდა გითხრათ, რომ მას თითქმის არ ეძინა. უბრალოდ, სიჩუმე ამ ფოტოებში, სინამდვილეში თქვენ გესაუბრებათ,“ - აღნიშნა კეინმა სატელეფონო ინტერვიუში. 

width=600

კეინისთვის, რომელიც ვუდსტოკის ფესტივალიდან, ერთი წლის შემდეგ დაიბადა, ფოტოების განთავსება, მხოლოდ მომავლის საკითხი არ იყო. მან, დრო გაატარა ბელაკის ნაწერებების კითხვაში, თანაც ერთ-ერთ ყოფილ შეყვარებულსაც კი შეხვდა, რომ დახმარებოდა ფოტოგრაფიის უკეთ გააზრებაში, რომელსაც იგი, აღწერს, როგორც ერთგვარ კერძო პირს.

width=600

”თუ რამე გავაკეთე ამ კოლექციიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამერკვია ვინ არის ეს ადამიანი. მე თვითონ მხატვარი ვარ და უნდა გამერკვია, თუ როგორი იყო მისი ხმა, როგორც მხატვრის,“ - განმარტავს კეინი.

width=600

კეინის ახალი წიგნი, „ვუდსტოკის მომლოცველები“, აერთიანებს ბელაკის ფოტომასალას, მის 30-ზე მეტ ინტერვიუს ფესტივალის წარმომადგენლებთან. იმისდა მიუხედავად, რომ მან, სურათებზე გამოსახული ხალხის თვალყურის დევნა ვერ შესძლო, მისი ინტერვიუს პროცესი, მაინც გვიანდელი ფოტოჟურნალისტის მუშაობით იყო განსაზღვრული - კერძოდ, ფესტივალზე აღბეჭდილი მრავალფეროვნებით.

width=600

„ცნობილია, რომ ვუდსტოკი არის სტუდენტების თეთრი აუდიტორია, მაგრამ ფოტოებზე (ბელაკის) აღბეჭდილია ლათინოამერიკელები და ფერადკანიანები”, - თქვა კეინმა. ”მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მან ამაზე ნამდვილად გაამახვილა ყურადღება, რამაც გამოიწვია ინტერვიუების მრავალფეროვანი შერჩევის ჩატარების იდეა.”

width=600

წიგნში კეინი, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, კონსერვატორულ ხმებს და ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტ თემების წევრებს ეხება, ისეთ მონაწილეებს, რომლებიც უფრო ხშირად იყვნენ დაკავშირებულნი „ვუდსტოკთან“.

width=600

ისინი ერთად გვთავაზობენ ფართო ხედვას, რომელიც, მისი აზრით, ვუდსტოკის ისტორიაში არ მონაწილეობდნენ.

width=600

განსხვავებული საკითხების მიუხედავად, კეინმა აღმოაჩინა საერთო თემები, რომლებიც მათ გამოცდილებას უკავშირებენ:

”ეს იყო ვიეტნამელი ვეტერინარი, ჟურნალისტი თუ სხვა ვინმე, ხალხი მოწმე გახდა ადამიანთა კოლექტივზე, რომლებიც უბრალოდ გაერთიანდნენ. მოგზაურობა, გარკვეულწილად არის ტრანსფორმაციული გამოცდილების ძიება.

width=600

”და, უმეტესწილად, ყველას ვისაც გავესაუბრე, აღნიშნა, რომ ისინი, ვუდსტოკის შემდეგ შეიცვალნენ,” - დასძინა მან.

უცნობია, რამდენად საბედისწერო იქნება „ვუდსტოკი 50“-ის ჩატარება, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო პარასკევს. მიუხედავად იმისა, რომ კეინი თვლის, რომ „ვუდსტოკის“ ხელახლა გაკეთება სრულიად შეუძლებელია, მისი თქმით, ახლანდელ თაობას, სჭირდება საკუთარი გამოცდილება, როგორც ვუდსტოკი.

width=600

”დღევანდელი ახალგაზრდული კულტურისთვის, უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც შეგიძლიათ ამ გზით გამოხატოთ საკუთარი თავი.”

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე