ფასების რეგულაცია მედიკამენტებზე - რისკები და მოლოდინი

17:16 09-10-2019
35

საქართველოს პარლამენტი მედიკამენტის ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და შესაძლო რეგულირებაზე საუბრის დაწყებას გეგმავს. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო იწყებს მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობას ფასთწარმოქმნის პრინციპით.

მინისტრამა დაასახელა ის ძირითადი მიმართულებები რაც რეგულაციებს დაექვემდებარება. 

1. ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების - რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების და მეთოდოლოგიის დანერგვას.

2. ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ სავალდებულო მოთხოვნად ქცევა.

3. ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შემოღებით.

4. ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას.

5. ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას - ადმინისტრირების გაძლიერებას.

6. ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას და განვითარებას.

ეს ის ძირითადი მიმართულებებია რაზეც მინისტრი გეგმავს ყურადღების გამახვილებას. ჯანდაცვის მინისტრის ჩანაფიქრი ჯერ ჯერობით სააფთიაქო კომპანიებისთვის არ არის დაზუსტებული მათ არც ის იციან რა მექანიზმით აპირებს სახელმწიფო წამლების ფასების რეგულაციას. 

ჩვენ 90%-ზე მეტ მედიკამენტებს ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან ევროზე და დოლარზე, ამიტომ ფიქსირებულ ფასს ვერ დავადებთ ლარში - ამის შესახებ „psp“ჯგუფის დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ 90%-ზე მეტ მედიკამენტებს ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან ევროზე და დოლარზე. ამიტომ ფიქსირებულ ფასს ვერ დავადებთ ლარში. ჩვენთან ყველა სააფთიაქო ქსელს აქვს ორი თუ სამი სოციალური დღე, როდესაც დაბალი ფასები მოქმედებს. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ფასებზე დაბალი ფასები ნებისმიერმა რამე რეგულაციამ მოგვიტანოს“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი რეგულაციები გარკვეულ რისკებს შეიცავს და შესაძლოა ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს.  

თემის ანალიზისთვის “პრაიმტაიმი„ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი მარგველაშვილს ესაუბრა. 

მისი განმარტებით, მიესალმება რეგულაციებს, რომლებიც გულისხმობენ კლინიკების მეტ ნაკლებად ერთნაირ ტარიფში ჩასმას აგრეთვე ხარისხისა და მკურნალობის შემდგომი ეტაპის კონტროლს.

„ქალბატონმა ეკატერინემ განაცხადა, რომ ჯანდაცვა და მათ შორის ფარმაცევტული სფერო უნდა იყოს უფრო მეტად რეგულირებული. მინისტრის განცხადებები ეხებოდა აგრეთვე კლინიკების მეტად რეგულირებას, ანუ ტარიფები თუ იქნება ყველა კლინიკის მეტ ნაკლებად ერთნაირი, ასევე იქნება ხარისხის კონტროლი, და კონტროლი კლინიკების მკურნალობის შედეგის რა თქმა უნდა ყველანი ვეთანხმებით ამ კონკრეტულ ინიციატივას“, -განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, მედიკამენტების ფასების რეგულირება გარკვეულ წილად რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტში მოხვედრა. საჭიროა რეგულაციების სწორად მომზადება, რაც პირველ რიგში მოხსნის ყველა იმ რისკს რაც შეიძლება თან ახლდეს ამ რეგულაციებს. 

„მედიკამენტების ფასის რეგულაციაზე დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუმცა სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია შეხვედრები. საუბარი იმაზე, რომ საქართველოში შემოსული ყველა მედიკამენტი იყოს რეგულირებული ანუ გარკვეულ თანხაზე მეტი არ უნდა ღირდეს, ესე ცალსახად შემოღება ამ რეგულაციის არ და ვერ მოხდება. თუ ვისაუბრებთ რამდენად მისაღებია მედიკამენტების რეგულაცია, მაგალითად ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ეს მექანიზმი ბევრში არა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოიყენება, მაგრამ საქართველოში ამაზე მსჯელობა შეიძლება.

ჩვენი მოსაზრებით, თუ რეგულაცია იქნება შემოღებული ანუ ფასების განსაზღვრა, ალბათ მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფს სავარაუდოდ იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავდების სამკურნალოდ ან რეცეპტორული მედიკამენტებს ექიმის დანიშვნის შემთხვევაში გამოიყენებენ შესაძლოა ეს წამლები დეფიციტში მოხვდნენ. ჩვენ, რომ შემოვიღოთ რეგულაციები ყველა მედიკამენტზე აქ არის ბევრი რისკი. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ ნებისმიერი ფასთა რეგულაციის შემოღება რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოსამზადებელი ეტაპი. რას მოგვიტანს, ხომ არ მოგვიტანს ისეთ შედეგებს  როგორი შედეგებიც ქონდათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში როცა შემოღებული იყო ე.წ ფიქსირებული ფასები  მედიკამენტებზე. რამაც ძალინ ბევრს მედიკამენტზე გამოიწვია დეფიციტი. მოუმზადებელმა რეგულაციამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მედიკამენტი  ბაზრიდან გაქრა“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ეს რეგულაციები შესაძლებელია სარისკო აღმოჩნდეს მედიკამენტების ხარისხის შესანარჩუნებლად, რადგან ბაზარზე შესაძლებელია მაღალი ხარისხის მედიკამენტები დაბალი ხარისხის წამლებმა ჩაანაცვლოს.

„ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ამაზე იქნება მსჯელობა თუ ეს პროცესი გაგრძელდება და ინიციატივას ხორცი შეესხმება. რეგულაციაში არსებობს, როგორც პოზიტიური ასევე ძალიან სარისკო ფაქტორები. რისკ ფაქტორებში იგულისხმება ზოგიერთი მაღალი ხარისხის მედიკამენტის ჩანაცვლება ნაკლებ ხარისხიანი წამლებით, რაც ბუნებრივია დაუშვებელია. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მსჯელობისთვის პირველ ეტაპზე კარგი იქნება თუ მოხდება ე.წ საპილოტე პროგრამით შემოწმება. საერთოდ რეგულაციის შემოღება მოკლე ვადებში ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.  

ავტორი:ქეთი მუსერიძე