„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი იქნება

16:23 09-10-2019
26

საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ ახალ სამწვრთნელო შტაბის, გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

სუპერლიგის ახალი სეზონისთვის „რუსთავი“ უკვე ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადის და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.

width=491

მომავალ სეზონში „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კეცელიდისი იქნება, მას ასისტენტობას მიხეილ ბერუაშილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ.

რაც შეეხება შემადგენლობას, რუსთავის გუნდი ახალ საკალათბურთო სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება და რუსთაველთა რიგებში იხილავთ: გიორგი ცეკვავას, ილია ლონდარიძეს, საბა ლობჟანიძეს, ოთარ ფხაკაძეს, აკაკი ლომოურს, გეგი ბაქრაძეს, მერაბ ბოქოლიშვილს, ლუკა სიხარულიძეს, გიგი ტაბაღუას და ზურაბ ვაშაკიძეს. ასევე ლეგიონერებს დენზელ ლივინგსტონს, ნიკოლა ტადიჩს და ერიკ კოპსს.

width=515

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი