ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ხმაურის საზომი

საზოგადოება 1711784353

ბათუმში, 8 სუბიექტი ხმაურის დასაშვები ნორმის მესამეჯერ გადამეტებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით,  ბათუმში, 8 სუბიექტი აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის მესამეჯერ გადამეტების გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს.„მუნიციპალურმა ინსპექციამ ხმაურის ნორმის განმეორების ფაქტზე  დააჯარიმა ერთი სუბიექტი 5000 ლარით, 4 კი პირველივე შემთხვევაზე 1500 ლარით.აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 21 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალური აპარატით გაზომვის შემდეგ, მათ შორის 13 ობიექტზე ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს. " წერს ინსპექცია.აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე

კროკუსი

მსოფლიო 1711784063

„კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი გარდაცვლილი 35 წლის ეთნიკური სომეხი კარენ ენგიბარიანია, რომელიც ტერაქტის დროს ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა. მან დიდი ოდენობით კვამლი ჩაისუნთქა და სასუნთქი გზები დაიზიანა.მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ყიზილაშვილი

საზოგადოება 1711783677

„სამი საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ღირდა...“ – ვინ არის ბიჭი კიბით, რომელიც სტადიონზე მუშად გადაცმული შეიპარა

საქართველო-საბერძნეთის ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს არ შეხვდა ბილეთი. ლევან ყიზილაშვილმა სტადიონზე შესვლის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა.ლევანი „დინამო არენაზე“ მუშად გადაცმული და დიდი კიბით მივიდა და სტადიონზე შესვლა და თამაშის ყურება მოახერხაა.გადაცემაში „შენი დილა“, ლევან ყიზილაშვილი თავად ჰყვება, როგორ შეიპარა საქართველო – საბერძნეთის მატჩზე:„არსებობდა თეორია, რომ კიბით ყველგან შეიძლება შეხვიდე.. სტადიონთან რომ მივედი, დაცვა მეკითხება, ბილეთი გაქვსო? ვუთხარი, რა ბილეთი, სანამ თამაში დაიწყება, უნდა მოვასწრო ტაბლოს გამოცვლა, მალე ხალხი აირევა, ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, ერთ ბურთს ამდენი კაცი დასდევს-მეთქი. ვეუბნები, ტაბლოზე ერთი წერტილია გამორთული, თუ ეს არ ჩავსვი, ჩვენი ქულა არ დაეწერება…სტადიონზე უპრობლემოდ შევედი. სამი საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ლოდინი ღირდა“, – იხსენებს ლევან ყიზილაშვილი.შეგახსენებთ, საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.  @ras_gunshot ეს იყო სასწაული 🙏❤️ ამისთვის ღირდა ყველაფერი 💪 მადლობა საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს 🇬🇪 გილოცავ საქართველოვ ჩვენ ეს ერთად შევძელით #fyp #foryou #ფორიუ #საქართველო #ეროვნულინაკრები @ეროვნული ნაკრები @EURO2024 ♬ original sound - Levan Kizilashvili

დედოფლის საუზმე

მსოფლიო 1711780920

საჭიროა მხოლოდ ორი ინგრედიენტი - ნახეთ, დედოფალ ელიზაბეტის საყვარელი საუზმის რეცეპტი

დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფალი ელიზაბეტ II სიცოცხლის განმავლობაში ტენდენციის ხატი იყო. მას უამრავი ადამიანი ჰბაძავდა, საზოგადოებას დღემდე აინტერესებს რა ხდებოდა დედოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ითვლება, რომ ელიზაბეტ II ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, ამჯობინებდა უფრო მოკრძალებულ საუზმეს. მისთვის საყვარელი საუზმე კვერცხი იყო, სხვადასხვა დანამატით.არსებობს 2 საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც შეუძლია თქვენი ათქვეფილი კვერცხი სამეფო კვერცხად აქციოს.უცხოური გამოცემა წერს, რომ ელიზაბეთს უყვარდა ნაზი კვერცხი განსაკუთრებული სანელებლებით - მუსკატის კაკალი და ლიმონის ცედრა.ზუსტად როგორ მზადდება კერძი?დედოფლის მზარეული კვერცხს რძესთან ერთად თქვეფდა. შემდეგ კი წვავდა ცხიმწასმულ ტაფაში. საიდუმლო სწორედ ამ ორი სანელებლის დამატებაში მდგომარეობდა. კვერცხს ისინი იქამდე უნდა დავამატოთ, სანამ ბოლომდე შეიწვება.დედოფალს კვერცხი ასევე უყვარდა დაჭრილი ხახვითა და ცოტაოდენი ახლად დაფქული წიწაკით. ჩვეულებრივ, მონარქი დამოუკიდებლად, მარტო ტკბებოდა საუზმეზე.ეს რეცეპტი შეიძლება მიირთვათ ტოსტზეც.

მიხეილ ყაველაშვილი

სპორტი 1711780232

ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში - მიხეილ ყაველაშვილი

18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა, და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.„ეს ადამიანები - ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო - გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა... ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.