სკანდალი! -სასექსის ჰერცოგინიამ „ბრწყინვალება“ დაკარგა და „აუტანელი“ გახდა - ვფიქრობდი, რომ პრინცესა დიანას დაემსგავსებოდა

14:33 09-10-2019
3361

ლიზი კენდი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეგობარი, მეგან მარკლი მანიპულირებს - ამის შესახებ, მან ავსტრალიის სატელევიზიო შოუში სკანდალური ინტერვიუს დროს განაცხადა.

სასექსის ჰერცოგინიას ყოფილმა მეგობარმა თქვა, რომ სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მანიპულირება პრინც ჰარისთან დაქორწინების შემდეგ დაიწყო.

პორტალ „dailymail“-ის ინფორმაციით, ლიზი კანდიმ სკანდალური ინტერვიუს დროს, რომელიც ავსტრალიის სატელევიზიო ეთერში, „60 წუთის“ განმავლობაში მიმდინარეობდა, მეგან მარკლი გააკრიტიკა.

ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ მეგანთან, კარგი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც იგი სამეფო ოჯახს, 2018 წელს შეუერთდა, მან სხვა მხარე დაინახა“ მასში.

width=600

კენდმა, რომელსაც ბრალს სდებდნენ, როგორც ჰერცოგინიას მეგობარს, მეგანზე სიყვარულით ისაუბრა, სანამ დაამტკიცებდა, რომ ამ ეტაპზე ის, შეიცვალა.

ლიზი კენდი ირწმუნებოდა, რომ მეგანი ძალიან მხიარული ადამიანი იყო და რომ მას, ძალიან უყარდა სასმელი.

width=600

დოკუმენტური ფილმის განმავლობაში, ლიზი კენდი ამბობდა, რომ მეგანი შესაძლებელია, შემდეგი პრინცესა დიანა გახდეს.  

”როდესაც მას პირველად შევხვდი, არც კი ვიცოდი, რომ ის ცნობილი პიროვნება იყო. ვფიქრობდი, რომ ძალიან მხიარული იყო, ამავე დროს, ძალიან მეგობრული, სურდა ყველას მოსწონებოდა, უყვარდა სელფები და ფოტოების გადაღება - მას სურდა, მხიარულად ცხოვრება. მოსწონდა ასევე, სასმელი,“ - ამბობს ლიზი.

მან აღნიშნა, რომ მეგანი მუდამ ეძებდა ბიჭს და რომ მას უყვარდა ინგლისი.

”მან თქვა, რომ მას სურდა მეგობარი ბიჭი. მას უნდოდა ისეთი ბოიფრენდი, რომელიც სახელგანთქმული იქნებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ იგი პრინც ჰარიზე დაქორწინდებოდა. ვფიქრობ, რომ მეგანი გადაიქცა გოგოდ, რომელიც შესაძლოა უფრო მანიპულირებულია იმით, რაც მეგანს სურს. მე მეორე მხარე დავინახე,“ - აცხადებს ტელეწამყვანი.

width=600

ფილმის ერთ-ერთ ნაწილში, ლიზი კანდი ამბობს, რომ დაქორწინების შემდეგ, მეგანის მეორე მხარე დაინახა.

ლიზი კენდი დაადანაშაულეს, რომ ტელეგადაცემის დროს, მეგანის „მეგობარი“ იყო.  

მიუხედავად იმისა, რომ კენდი, რომელსაც ბრალად ედება, რომ მეგანის „მეგობარია“, იცინის ამ ბრალდებაზე და ამბობს, რომ მეგანს, ჯერ კიდევ დრო აქვს, რომ  შეიცვალოს.

”ვფიქრობდი, რომ იგი შემდეგი პრინცესა დიანა გახდებოდა, სავარაუდოდ, მაინც მოახერხებს ამას“ - ამბობს კენდი.

width=600

კენდის კომენტარები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სოციალურ ქსელში მისი შოუ გააკრიტიკეს - მას შემდეგ, რაც გააზიარეს სარეკლამო რგოლი, ჰერცოგინიას ახალი ფილმის შესახებ. ხოლო მისი თაყვანისმცემლების უმეტესობამ, შოუს სამარცხვინო, უხეში და რასისტული უწოდა. 

„ავსტრალიის 60 წუთმა“, ერთ წუთიანი სარეკლამო პრომოვიდეო გაავრცელა მომავალი ეპიზოდისთვის, სადაც ნათქვამია, თუ როგორ „დაკარგა ბრწყინვალება“  სუსექსის ჰერცოგინიამ და ”ერთი წლით ნაკლებ დროში, აუტანელ ადამიანად გადაიქცა.”

იმისდა მიუხედავად, რომ „Twitter“-ზე “ 1000-ზე მეტი ლაიქი მოგროვდა, ამან კიდევ უფრო მეტი სკანდალური კომენტარი გამოიწვია - ძირითადად მათგან, ვინც შოუს ბულინგის გამო აკრიტიკებს და რასისტებისთვის, პლატფორმას ქმნის.

„#Megxit! როგორ დაკარგა ბრწყინვალება მეგან მარკლმა“ - ამ სიტყვებით იწყება „Twitter“-ი.

„კვირა - #60 წთ -”ერთ წელზე ნაკლებ დროში, ბრწყინვალე ადამიანი აუტანელი გახდა. რა შეიცვალა მეგანის ცხოვრებში და რა გავლენა მოახდინა ჰარიზე. „შეიძლება, პრინცესა დიანას „ჯადოქრობამ, გადაარჩინოს ზღაპარი“?  

კომენტარებში, ასევე გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა ბოროტი, მონსტრი, ფარისევრი, მანიპულირება, შეურაცხყოფა, სიცრუე, ბინძური ომი და მარკლის დარტყმა.

კლიპი, აშკარად თაყვანისმცემლების რეაქციის გამოსაწვევად შეიქმნა - ასეც მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ძირითადად უარყოფითი რეაქცია იყო.

კრიტიკოსებმა, კომენტარები დაამატეს „Twitter“- ზე და შოუს - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო, ამაზრზენი, შემზარავი, ამაზრზენი და ნაგვის ყუთი უწოდეს.

width=600

”ეს არ არის ჟურნალისტიკა, ეს არის დაცინვა”, - წერს ერთ-ერთი კრიტიკოსი.

”ეჭვიანობა, რასიზმის შური… იმედია, კმაყოფილი ხართ საკუთარი თავის და ამ დროს „შავი“ ჰერცოგინია, გაჭირვებული ადამიანების დახმარებით არის დაკავებული”, - წერს კრიტიკოსი.

ავტორი: რუსა ღვანიძე