„დოიჩე ველემ“ გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა - კახა კალაძე

12:12 09-10-2019
107

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველემ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა.

მისი თქმით ასეთ დასკვნას ის სტატიის შინაარსიდან გამომდინარე აკეთებს.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, „დოიჩე ველემ“ გუშინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ნახსენებია, როგორც „რუსეთის კაცი“.